ათენში ავღანელ ლტოლვილებს შორის ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც (ფოტოკოლაჟი)

საბერძნეთის დედაქალაქში, ელნიკოს ლტოლვილთა თავშესაფარში 50 ავღანელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. 13716131_1180431511979340_4923290244182003764_n
ლტოლვილებს შორის ჩხუბი გუშინ საღამოს მოხდა, – ამის შესახებ „კვირას“ ათენში მცხოვრებმა ქართველმა დავით შ-მა აცნობა.
ინციდენტის შედეგად, სამი მათგანი დაიჭრა, რომლებიც ათენის საავადმყოფოში მოათავსეს. მათ შორის ერთი სამედიცონო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ ათენიდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ ათენში მდებარე სოციალურ/საქველმოქმედო კლინიკაში 15 წლის ავღანელი გოგონა მიიყვანეს, რომელსაც გენიტალურ მიდამოში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. სავარაუდოდ, გოგონა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა. 13658995_1180431625312662_8306091900927019226_n
მისივე თქმით, ათენში მყოფი ლტოლვილები აუტანელ პირობებში ღია ცის ქვეშ იმყოფებიან და ამ საცოდავ ხალხს ელემენტარული პირობებით დაკმაყოფილების საშუალება არ აქვთ. ათენში მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ლტოლვილები დედაქალაქის ცენტრში, ქუჩაში ღამეებს ათენებენ, მათ შორის არიან ჩვილი ბავშვები.

13709757_1180431568646001_3898904353828326096_n
13731634_1180431651979326_7193888964952336616_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები