ვინ არის ტერორისტი, რომელმაც ნიცაში 84 ადამიანი მოკლა და როგორ შეაღწია მან ხალხმრავალ ადგილას

ტერორისტი, რომელმაც ხუთშაბათს ნიცის სანაპიროზე ტერაქტი მოაწყო, რასაც 84 ადამიანი შეეწირა, წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთის მოქალაქე მუხამედ ლახუაიეჯ ბუხლელია. იგი სამი შვილის მამაა და საფრანგეთის პოლიციის ყურადღების ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა წვრილმანი დანაშაულების გამო.
ტერორისტების სიაში ის არც საფრანგეთში, არც ტუნისში შეტანილი არ ყოფილა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მან მანქანა იჯარით რამდენიმე დღის წინ აიღო და სანაპიროზე მოხვდა, ვინაიდან დაცვის თანამშრომლებს მოატყუა, რომ იქ ნაყინი მიჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მუხამედ ლახუაიეჯ ბუხლელი ხუთშაბათს საღამოს სანაპიროზე სატვირთო ავტომობილით ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ მან ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები