რომის პაპი ნიცის ტერაქტს ეხმაურება

რომის პაპი ნიცაში მომხდარ ტერაქტს ტვიტერის საშუალებით ეხმაურება.
„მე ვლოცულობ გარდაცვლილთა სულებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ღმერთს ვთხოვ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა გულებში სიძულვილმა არ დაისადგუროს“, – წერს რომის პაპი ფრაცისკე ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტის დროს დაღუპულებს შორის 10 ბავშვია. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები