ნიცის ტერაქტის დროს უკრაინის ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა

უკრაინის ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს. ამის შესახებ ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა დაწერა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის დიდი ბრიტანეთის, დანიის, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული თავდასხმა ნიცაში ხუთშაბათს საღამოს მოხდა. ტერორისტი, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა, სანაპიროზე შეკრებილ ადამიანებში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები