„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები – ნიცის ტერაქტი თარხან ბათირაშვილის დაღუპვაზე შურისძიებაა

ნიცაში განხორციელებული ტერაქტით, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მათი ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის მკვლელობისთვის შური იძია.
ნიცაში განხორციელებული ტერაქტის ვერსიებზე
ISIS-ის მხარდამჭერთა Twitter-ის გვერდზე წერენ.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა „დეილი მეილის“ ცნობით, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ გუშინ დაადასტურა. მანამდე ტერორისტთა ლიდერის დაღუპვის შესახებ ცნობები რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ისლამისტებს ის არ დაუდასტურებიათ. თარხან ბათირაშვილი და მისი თანამებრძოლები ერაყში საჰაერო იერიშის დროს დაიღუპნენ. პენტაგონის ინფორმაციით, აშ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვა სერიოზული დარტყმაა „ისლამურ სახელმწიფოზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები