სტოლტენბერგი – ნიცის ტერაქტი უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტი უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც ნატო მხარს უჭერს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ტერორიზმი ვერასოდეს დაამარცხებს დემოკრატიას, თავისუფლებას და ჩვენს გახსნილ საზოგადოებებს. ჩვენ საფრანგეთის მოსახლეობას სოლიდარობას ვუცხადებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები