„დეილი მეილის“ ცნობით, ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილის“ ცნობით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გაზეთი ამ ინფორმაციას საფრანგეთში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს საღამოს ნიცაში, ინგლისის სანაპიროზე შეკრებილ ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა, რომლის მძღოლიც ავტომატიდან ისროდა. დაიღუპა 84 და 120-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები