აშშ-ის პრეზიდენტმა ნიცაში მომხდარ თავდასხმას „საშინელი ტერაქტი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას „საშინელი ტერაქტი“ უწოდა. მან საფრანგეთის ლიდერს ტერაქტის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
„ამერიკელი ხალხის სახელით კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ტერაქტს, რის შედეგად ათობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. მე შესაბამის უწყებებს საფრანგეთის ხელისუფლებასთან დაკავშირება დავავალე, რათა ამ შეტევის გამოძიება მოხდეს“, – განაცხადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ნიცის სანაპიროზე შეკრებილ ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები