ნიცაში ტერაქტის შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გაგრძელდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გააგრძელა. ამის შესახებ მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. ოლანდი დღეს ნიცაში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, საფრანგეთი სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე დარტყმებს გააძლიერებს.
“მთელი საფრანგეთი ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გამოვავლინოთ აბსოლუტური ყურადღება და მტკიცე გადაწყვეტილება”, – განაცხადა ოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ნიცაში წუხელ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს სატვირთო ავტომობილი სანაპიროზე შეკრებილ ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები