საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში მომხდარი თავდასხმის მონაწილის ვინაობა დაადგინა

საფრანგეთის პოლიციამ ტერორისტის ვინაობა დაადგინა, რომელმაც ქალაქ ნიცაში თავდასხმა მოაწყო. ტერორისტულ აქტს 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დიდი ბრიტანეთის და დანიის მოქალაქეები არიან. თავდამსხმელი 31 წლის საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნისელია. მისი ვინაობის დადგენა საბუთებით გახდა შესაძლებელი, რომელიც მანქანაში იდო.
ავტომობილში, რომლითაც ტერორისტმა თავდასხმა მოაწყო, იარაღი და ხელყუმბარები იყო აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები