ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა  80-მდე გაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაიჭრა, 18 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თავდასხმა ინგლისის სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათობით ადამიანი საზეიმო სალუტს უყურებდა. შეკრებილებში დიდი სიჩქარით სატვირთო ავტომობილი შეიჭრა და 2 კილომეტრი გაიარა.
მძღოლი პოლიციამ მოკლა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინეს. იქ ასევე იპოვეს წარმოშობით ტუნისელის, ნიცის 31 წლის მკვიდრის საბუთები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები