ისროდა თუ არა თავდამსხმელი ხალხის მიმართულებით – “ევრონიუსი” ვიდეოს ავრცელებს

“ევრონიუსი”  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ავრცელებს,  სადაც აშკარად ისმის სროლის ხმა. არსებობს ვარაუდი, რომ ხალხის მასაში შეღწევის შემდეგ, ავტობუსის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით სროლა დაიწყო,  თუმცა, ოფიციალური წყაროებით ეს ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ დასტურდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, რომ ავტომანქანაში, რომელიც ხალხის მასაში შეიჭრა, იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.  მათივე ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი ლიკვიდირებულია.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც საათში დაახლოებით 60-70 კილომეტრი სიჩქარით მიდიოდა, ადამიანთა მასაში ორი კილომეტრი გაიარა.
ზოგერთი წყაროს ცნობით, მსხვერპლის რიცხვი 73 მდე გაიზარდა.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოსახლეობა სადღესასწაულო ფოიერვერკის სანახავად ინგლისის სანაპიროზე იყო შეკრებილი, რა დროსაც ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა.

https://www.youtube.com/watch?v=VeSnuyLne_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები