ობამა – აშშ-ის პოლიციას და საზოგადოებას შორის ბზარი არ უნდა არსებობდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საზოგადოებას და პოლიციას შორის გაჩენილი ბზარი არ უნდა არსებობდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიცია ამ პრობლემის გადაჭრას ოდნავაც არ მიუახლოვდა. ამის შესახებ ობამამ ვაშინგტონში პოლიციის თანამშრომლებთან, აქტივისტებთან და პოლიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ობამამ აღნიშნა, აშშ-ის შავკანიან და ესპანურენოვან მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს იმის განცდა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინა ადგილი ჰქონდა, სათანადოდ იქნება გამოძიებული.
შეგახსენებთ, რომ მინესოტას და ლუიზიანას შტატებში პოლიციელების მიერ აფროამერიკელების მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები