„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიდან აცნობეს. თვითმფრინავი დეირ-ალ-ზორის სამხედრო აეროდრომიდან დაახლოებით 3 კილომეტრში ჩამოაგდეს. ამ პროვინციის დიდ ნაწილს ამჟამად ისლამისტები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ბოევიკებმა“ სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მისი ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები