კლინტონისა და ტრამპის რეიტინგი გათანაბრდა

აშშ-ში ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 67%-მა განაცხადა, რომ „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ნდობას არ იმსახურებს. ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკითხვის დროს 5%-ით ნაკლები შედეგი დაფიქსირდა. ტრამპის მიმართ უნდობლობის რეიტინგი ასევე საკმაოდ მაღალია – 67%. თუმცა ის ბოლო ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ამავე გამოკითხვების მიხედვით, კლინტონსა და ტრამპს ამომრჩეველთა 40% ენდობა. გამოკითხვა 8-დან 12 ივლისამდე გაიმართა. ტელეფონით 1358 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები