საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისიდან უქმდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა,
„ჩვენ არ შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობა უსასრულოდ გავაგრძელოთ. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა აღარ იქნება, რომელშიც კანონის უზენაესობაა“, – განაცხადა ოლანდმა საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ გამოცხადდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. თავდაპირველად ის 3 თვით გამოცხადდა. ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა ორჯერ გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები