პოროშენკო ბაქოში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. აზერბაიჯანის დედაქალაქში უკვე გაიმართა პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ამის შემდეგ პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ალიევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარებისთვის. თავის მხრივ, პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. გარდა ამისა, პრეზიდენტები „ოდესა-ბროდის“ ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებაზე შეთანხმდნენ. მისი მეშვეობით ევროპაში კასპიური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები