კარლ ჰაინც კოპფმა და დავით უსუფაშვილმა ავსტრიისა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბათუმში იმყოფება, სადაც კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან, კარლ ჰაინც კოპფთან გამართა.
კარლ ჰაინც კოპფმა და დავით უსუფაშვილმა ავსტრიისა და საქართველოს ურთიერთობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება, რაც, მათივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით დაინტერესდა.
მხარეებმა, ასევე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევების, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობისა და ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე ისაუბრეს. კარლ ჰაინც კოპფმა დავით უსუფაშვილს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წარუდგინა, რომელიც თბილისში უახლოეს მომავალში გახსნილ დიპლო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები