ავღანეთში ავიადარტყმის შედეგად „ბოევიკების“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ექსტრემისტული დაჯგუფების – „ტარიკ გიდარის“ ლიდერი უმარ ნარაი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერს“ პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განუცხადა.
ავიადარტყმები ნარახანის პროვინციაში განხორციელდა. ნარაისთან ერთად კიდევ ოთხი „ბოევიკი“ მოკლეს. „ტარიკ გიდარი“ მოძრაობა „თალიბანთან“ არის დაკავშირებული. ეს დაჯგუფება 2014 წლის დეკემბერში თავს დაესხა სკოლას, რა დროსაც 132 ბავშვი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები