მანანა ნაჭყებია: გარკვეული წარმატების მისაღწევად არჩევნებზე ბლოკის სახით გასვლას ვაპირებთ

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა, საარჩევნო ბლოკის სახით წარდგეს. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიას მხოლოდ საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსით საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული წარმატების მისაღწევად რესურსი არ გააჩნია.
„გარკვეული წარმატების მისაღწევად არჩევნებზე ბლოკის სახით გასვლას ვაპირებთ, სადაც, ბუნებრივია, დაცული იქნება ის პრინციპი, რა პრინციპითაც, ზოგადად, უნდა ხელმძღვანელობდეს პარტია. ბლოკის პირობებში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები არ ვიქნებით წინა პლანზე წარმოდგენილი. მიგვაჩნია, რომ გარკვეული თაობათა ცვლა უნდა მოხდეს პოლიტიკაში. ამიტომ ჩვენს პარტიაში პრიორიტეტი ახალ კადრებს მიენიჭებათ“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, საარჩევნო ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს დასავლური ორიენტაციის პარტიებთან, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მანანა ნაჭყებიას იმედი აქვს, რომ თუკი დასავლური ორიენტაციების პარტიებთან საარჩევნო ბლოკის შექმნა ვერ მოხერდება, მაშინ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინირებულ მოქმედებაზე მაინც შეთანხმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები