პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც ბატონი არჩილი აპირებს ჩაბმას. გუშინ საღამოს მე, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის და, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, აჭარაში დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. დღეს დილას, მყისიერად ამ დანიშვნისთანავე, დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან ხსენებული კანდიდატის – ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მე მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი ფრაქციებთან და რომელიც წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
pre

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები