მიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს

„კომისარ ჰანის დღევანდელი განცხადებები იყო ძალიან დამაიმედებელი, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მზაობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებულად და წარმატებით დასრულებას“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარებისას განაცხადა.
ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ მოლოდინი, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს, პოზიტიურად დასრულდება.
„მოლოდინი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, დასრულდება პოზიტიურად და ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას“,-აღნიშნა ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის დროს.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო ვალდებულება და გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული.
“ამიტომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოსთან მიმართებაში. პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპებით ევროპარლამენტში, ასევე სხვა სტრუქტურებში, ეს კომპლექსური შეთანხმების პროცესია. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული დღისა და თარიღის დასახელება. მთავარი არის, ევროკომისარმა დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. ეს არის ის მესიჯი, რომელიც დღეს მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”,- განაცახდა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მე-13 საერთაშორისო კონფერეციაში “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები