დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირიდან გასვლაზე მოლაპარაკებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე მოლაპარაკებას მოგვიანებით დაიწყებს.
როგორც მეიმ საფრანგეთის პრეზიდენტს. ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ტელეფონით განუცხადა, მოლაპარაკების დასაწყებად დიდ ბრიტანეთს გარკვეული დრო დასჭირდება. როგორც ტერეზა მეის პრესმდივანმა განაცხადა, ახალი პრემიერ-მინისტრი აპირებს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნება შეასრულოს და ქვეყანა ევროკავშირიდან გაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ დევიდ კემერონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები