გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში კონფერენციას -„საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით მიმართა

„ბათუმი არის ევროპა და ის ნამდვილად იქნება ევროპის პულსი, იქნება განსახიერება ევროპის სიძლიერის და მისი მომავლის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მდებარეობას სავაჭრო ურთიერთობების მხრივ აზიასა და ევროპას შორის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ამ ძალიან ლამაზ, ევროპულ ქალაქში. „ის მდებარეობს გზაგასაყარზე, არის რომაული, ბერძნული კულტურის და ცივილიზაციის გასაყარზე მდებარე ქალაქი. იყო უდიდესი პორტი, რომელიც უძველესი დროიდან არის ცნობილი. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ კორიდორის გაფართოებას ვცდილობთ. ბათუმი გახდება ძალიან აქტიური სავაჭრო ცენტრი, კავშირი ჩინეთსა და ევროპას, აზიასა და ევროპას შორის. გახდება კონტინენტის ახლებურად მოსაზრება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები