სიცილიის მაფიის ბოსი ციხეში შარდის ბუშტის კიბოთი გარდაიცვალა

ცნობილი სიცილიელი მაფიოზი ბერნარდო პროვენცანო მილანის ციხეში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრავენცანომ, რომელიც მაფიოზური დაჯგუფების ლიდერი იყო, ციხეში 10 წელი გაატარა. ის 2006 წელს დააკავეს და რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პროვენცანომ 1992 წელს ორი მოსამართლე მოკლა. მანამდე ბერნარდო პროვენცანო სამართალდამცველ ორგანოებს 43 წლის განმავლობაში ემალებოდა. იტალიური მედიის ცნობით, ბერნარდო პროვენცანო შარდის ბუშტის კიბოთი იყო დაავადებული. ბოლო ორი წელი ის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები