საფრანგეთმა თურქეთში საელჩო და საკონსულო დახურა

საფრანგეთმა ანკარაში საელჩო და სტამბოლში გენერალური საკონსულო დახურა. სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად უსაფრთხოება სახელდება.
ოფიციალური პარიზის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საელჩო და გენერალური საკონსულო 13 ივლისიდან შემდგომ გადაწყვეტილებამდე იხურება. ცოტა ხნით ადრე სტამბოლში საფრანგეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არსებობს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის „სერიოზული საფრთხე“ და საზეიმო ღონისძიებები საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები