ჯონ კერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის კრიზისების მოგვარების და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები იქნება განხილული. ეს ინფორმაცია ვაშინგტონში დაადასტურეს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, კერის და პუტინის შეხვედრაზე სირიაში არსებული კონფლიქტის მოგვარების „სხვადასხვა მიდგომა“ იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები