დევიდ კემერონი თანამდებობას ტოვებს და იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებს შეინარჩუნებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ბრიტანეთი ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებს შეინარჩუნებს. ამის შესახებ კემერონმა პრემიერის რანგში ბოლო გამოსვლისას განაცხადა. „ჩემი შემცვლელს ვურჩევდი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან შეინარჩუნოს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში“, – განაცხადა კემერონმა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის დეპუტატებმა კემერონი აპლოდისმენტებით გააცილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები