„ისლამური სახელმწიფო“ „ხალიფატის“ განადგურების შემთხვევაში ტაქტიკის შეცვლას გეგმავს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები აღიარებენ, რომ დაჯგუფება ბრძოლის ველზე სულ უფრო მეტ მარცხს განიცდის.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დაჯგუფების მომხრეები „ხალიფატის“ განადგურების შემდეგ მოქმედების ტაქტიკასაც ამუშავებენ.
ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ ისინი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ და ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებენ. შესაბამისად, „ხალიფატის“ განადგურების შემდეგ, მსოფლიოს წინაშე ახალი საფრთხეები ჩნდება. „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეიძლება მსოფლიოში ტერორისტული ქსელი შექმნას და შეტევები სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელოს.
ბოლო დროს „ისლამურ სახელმწიფოს“ ფრონტის მთელ ხაზზე სერიოზული დარტყმა მიაყენეს. ივნისის ბოლოს ერაყის ჯარმა ქალაქი ფალუჯა დაიკავა, ხოლო ამჟამად მოსულზე შეტევისთვის ემზადება. ბოლო თვეებში „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების მეოთხედი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები