პუტინმა, მერკელმა და ოლანდმა უკრაინაში არსებული სიტუაცია ტელეფონით განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, ბოლო დროს გახშირებულ საარტილერიო დაბომბვებს.
პესკოვის თქმით, სამი ქვეყნის ლიდერმა მინსკის შეთანხმებების შესრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მიმდინარე კვირას პუტინს, ოლანდსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი მეორედ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები