იაპონიის იმპერატორი სამეფო ტახტზე უარის თქმას გეგმავს

იაპონიის იმპერატორი აკიხიტო სამეფო ტახტზე უარის თქმას აპირებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამის მიზეზებს მონარქი არ ასახელებს. ბოლო დროს 82 წლის იმპერატორს ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა. იაპონური მედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ მან შესაძლოა, ტახტზე უარი თქვას. იმპერატორის მიერ ტახტზე უარის თქმის შემთხვევაში, სამეფო გვირგვინს მისი მემკვიდრე – 56 წლის პრინცი ნარუხიტო მიიღებს.

13713470_10206358833881323_1461164082_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები