უკრაინაში ვერტმფრენი აფეთქდა

უკრაინაში ვერტმფრენი „მი-2“ აფეთქდა. შემთხვევა სუმსკის ოლქში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი ყანებს სასუქს აყრიდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა. პილოტმა შვეულმფრენი დასვა და გაიქცა. ამის შემდეგ ვერტმფრენი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. კატასტროფის წინასწარი ვერსია – ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები