საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის სანაპიროსთან მაშველებმა მიგრანტებით ნავის ჩაძირვის შემდეგ ზღვიდან ოთხი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ნავში 10 ადამიანი იმყოფებოდა და ის კუნძულ ლესბოსის სიახლოვეს ჩაიძირა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მათ ექვსი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთმა ნავმა ლესბოსზე 90 მიგრანტი ჩაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები