უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლაზე მოხსენებას ევროპარლამენტში 5 სექტემბერს წარადგენენ

უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლაზე მოხსენება ევროპარლამენტში 5 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ „უნიანს“ ევროპარლამენტში უკრაინის საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა აცნობა.
მისი თქმით, მოხსენების წარდგენა ზაფხულისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ის დიდი ბრიტანეთის „ბრექსიტის“ გამო გადაიდო.
„მე შესაბამისი ინფორმაცია ევროკომისიისგან და უკრაინის ხელისუფლებისგან მივიღე. ჩვენ ძალზე ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ჩემი მოხსენება იქნება რეკომენდაცია, რომ უკრაინას უვიზო რეჟიმი მიენიჭოს, ვინაიდან მან ყველა ვალდებულება შეასრულა“, – განაცხადა გაბრიელმა.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი შემოდგომის დასაწყისში უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები