იტალიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

იტალიაში სარკინიგზო კატასტროფაში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანი, კატასტროფა იტალიის სამხრეთ ნაწილში, ბარის პროვინციაში მოხდა. თავდაპირველად ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ექვსი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები