ბაღდადში ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, თავდასხმა ერ-რაშიდიას რაიონში განხორციელდა.
ამავე რაიონში ტერორისტული შეტევა გუშინაც მოხდა. მას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
არც სამშაბათს, არც ოთხშაბათს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები