ყაზახეთში კასპიისპირა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში კასპიის ზღვის რეგიონის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები.
მოლაპარაკების ძირითადი თემაა კასპიის ზღვის სტატუსის კონვენციის პროექტის შეთანხმება, კასპიისპირა ქვეყნების თანამშრომლობა და კასპიის სამიტის მოსამზადებელი საკითხები, რომელიც ყაზახეთში გაიმართება.