სააკაშვილი აცხადებს, რომ ოდესის აეროპორტმა შესაძლოა, ფუნქციონირება შეაჩეროს

ოდესის აეროპორტმა შესაძლოა, ფუნქციონირება შეაჩეროს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა სააგენტო „უკრინფორმს“ განუცხადა, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასაფრენი ბილიკის რემონტის, ან ახალი ბილიკის მშენებლობის გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოს.
„მათ ფული აქვთ და ნუ მეუბნებიან კიევიდან, რომ ამ პრობლემის შესახებ მათ არ იციან. თუ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი არ შეკეთდება, ოდესის აეროპორტი შეიძლება გაჩერდეს – მე მათ ვაფრთხილებ“, – განაცხადა სააკაშვილმა კიევი- ოდესის ახალი რეისის პრეზენტაციაზე. ასევე სააკაშვილის ინფორმაციით, 2017 წელს აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები