იორდანიის საზღვრის სიახლოვეს, ლტოლვილების ბანაკზე ავიაიერიშს 17 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, იორდანიის საზღვრის სიახლოვეს ლტოლვილების ბანაკზე ავიაიერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.
როგორც სააგენტო „ანადოლუს“ ადგილობრივმა წყაროებმა აცნობეს, ბანაკში შვიდი ბომბი ჩამოაგდეს. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ჯერჯერობით უცნობია, რუსული სამხედრო თვითმფრინავები იყვნენ, თუ სირიის სამთავრობო ძალების ავიაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები