თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 წევრი დააკავეს

თურქეთის უშიშროების ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 წევრი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ეს პირები უშიშროების ძალებმა სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ჩხრეკის შედეგად იარაღი და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აკრძალული მასალა ამოიღეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები