სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი წევრი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთი წევრი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა – ამის შესახებ გარდაცვლილის ნათესავების ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო „ახალი ამბები საქართველო“ წერს.  „რუსლანი იყო ჩემი ნათესავი, ის დაიბადა და გაიზარდა პანკისში. ჩემი ინფორმაციით, ის სირიაში 2014 წლიდან იმყოფება. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა“, – განუცხადა სააგენტოს ახმეტის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მათე ქავთარაშვილმა.
მისივე თქმით, რუსლან ქავთაროვი პანკისის ხეობაში 2003 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ ჩეჩნეთში გადავიდა, სადაც რუსეთის მოქალაქე გახდა. ამის შემდეგ ის საფრანგეთში გადასახლდა.
ქავთარაშვილის ინფორმაციით, რუსლან ქავთაროვი სხვადასხვა დროს სწავლობდა რუსეთისა და თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
„კვირა“  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, რუსლან ქავთაროვი საფრანგეთის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები