უკრაინული მედია – დეკანოიძე პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებს. ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „სტრანა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციის უფროსმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ჟურნალისტების კითხვას დეკანოიძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა პირდაპირ არ უპახუხა.
„მე ოფიციალური განცხადება არ მაქვს. გარკვეული ჭორები ვრცელდება, ამიტომ ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – ამბობს ავაკოვი.
ინფორმაციას გადადგომის შესახებ თავად ხატია დეკანოიძე არ ადასტურებს. „თუ მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ამის შესახებ ცნობილი გახდება“, -აცხადებს დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები