ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა 25 ივლისს გაიმართება

ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა 25 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლოს პრესმდივანმა ირინა ჟირნოვამ აცნობა. სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება. მასზე საქმის არსებითი განხილვის თარიღი დაინიშნება. სასამართლოს წინაშე ხუთი განსასჯელი წარდგება – ზაურ დადაევი, შადიდ გუბაშევი, ანზორ გუბაშევი, ტამირლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები