მოსკოვში იმამი დააკავეს

„იარდამის“ მეჩეთის იმამი, მახმუდ მელიტოვი მოსკოვში დააკავეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მას ბრალი „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით წაუყენეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა დაგირ ხასავოვმა სააგენტო „ინტერფაქსს“ შეატყობინა, რომ მელიტოვს ბრალი ედება, ტერორისტული ქმედებების ჩასადენად, საჯარო მოწოდებებსა და ტერორიზმის საჯარო გამართლებისთვის.
იმამი ტელეარხ „ალ-ისლამისთან“ ინტერვიუს შემდეგ დააკავეს. მან ბრალი ნაწილობრივ აღიარა. ამჟამად ადვოკატებმა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით შინა პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები