საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ლატვიის ელჩთან – ლიტა გაველესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტა გაველე მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობა განიხილეს. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიტა გაველეს საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები