კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება.

„მე არ ვიქნები სიაში, ვიცი, რომ ხვალ იქნება პრეზენტაცია და ცნობილი გახდება ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში და შემდეგ იქნება მაჟორიტარების წარდგენა”, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
„ქართული ოცნების“ სიის ნაწილის პრეზენტაცია ხვალ არის დაგეგმილი. „ქართული ოცნება“ 13 ივლისს საგურამოში პარტიის ახალი სახეების წარდგენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები