აღმოსავლეთ უკრაინაში 6 დღე-ღამეში 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 59 დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო 6 დღე-ღამეში 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 59 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ უმაღლესი რადის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ივან ვინიკმა განუცხადა. „ბოლო დღეებში მტრის გააქტიურება შეინიშნება. ჩვენი მიმართულებით მსხვილკალიბრიანი არტილერიიდან ხსნიან ცეცხლს“, – განაცხადა ვინიკმა. მისივე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები