სერგეი ლავროვი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობაა. რუსული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის გარდა, ლავროვი და მამედიაროვი ორმხრივ ურთიერთობებზე და საერთაშორისო პრობლემებზე იმსჯელებენ. ლავროვი ბაქოში ორშაბათს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები