გია ვოლსკი: იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის გაყრის პარამეტრები უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დეპუტატი იმედს იტოვებს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მშვიდობით დატოვებს.
”იმედია, ეს გაყრა მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება. დიდი ხანია ერთად მოვდივართ და ძირითადი ამოცანები ერთად გადავჭერით და დავასრულეთ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პიროვნულად, ვინაიდან ხშირად დაძაბული ურთიერთობები გვქონდა. გაყრის პარამეტრები კი უახლოეს დღეებში გამოჩნდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას ტოვებენ. რაც შეეხება კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, ის პარტიას ტოვებს და რჩება გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები