აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით ბერძენიშვილი იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით ბერძენიშვილი იქნება. ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აჭარაში ”რესპუბლიკური პარტიის” კამპანიას დავით ბერძენიშვილი წარუძღვება.
”ჩვენ კამპანიას აჭარაში წარუძღვება და სიის პირველი ნომერი პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი იქნება. ჩვენ, ”უსუფაშვილი- რესპუბლიკელები” მოვდივართ რწმენით, რომ იმას, რასაც წლების მანძილზე ძალა შევმატეთ, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ევროპული გზა, უსაფრთხოება, ამას არ მხოლოდ განვავრცობთ, არამედ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. ჩვენ ამ ლიდერებთან ერთად მოვდივართ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები